Digest Logo

რეზო ბლიაძე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს“ იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

1789902582
რეზო ბლიაძე

ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად, აკაა?!, - ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.

ბლიაძის თქმით, წნეხი იყო ყველა სფეროს წარმომადგენელზე, ხოლო, როდესაც თავად ამოიღო ხმა და ოპოზიციისთვის არასასურველი რამ თქვა, მასაც გადაუარეს. შესაბამისად, მუსიკოსი მიიჩნევს, რომ გველესიანის განცხადება სწორია, ვინაიდან ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ გაუძლეს წნეხს, თან კანონები გააპროტესტეს და ამ ფონზე, მილიონებიც აიღეს.

„მარტო ფეხბურთელები? აკა არ წნეხეს? მუსიკოსები არ წნეხეს? თორე ტრაკები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს? ზოგმა - ბავშვს ჰქონდა ტელეფონი და იმან დაწერა, „ალა ლუსულ კანონსო“, ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა… ასე იყო, კი. ზუსტად ასე! ზუსტად ასე მირეკავდა „მთავარის“ ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი - არა რუსულ კანონსო. ბავშვები ქუჩაში დგანან, „ოლე ოლას“ მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო? ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს…. საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი, რა ვირისშვილებიც ხართ, ალბათ, ახლაც არაფერს ვიტყოდი… მაგრამ, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს“ იძახეს და თან მილიონებიც აიღეს. ა, ესაა სიმართლე“, - წერს რეზო ბლიაძე Facebook-ზე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დავკარგეთ სკოლის უერთგულესი კადრი და უღალატო მეგობარი“ - „ქართულ-ამერიკული სკოლა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა სექტემბრისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს

„წყალს ჩაუთქვით ის, რისი მოზიდვაც გსურთ, შემდეგ კი მადლიერებით დალიეთ“ - თაკო მელიქიშვილი 20 სექტემბრის ენერგიებზე