Digest Logo

🎥 „როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და საფლავში ატანდა, ეს ერთგულების ნიშანი იყო“ - მარგალიტა დაიაური ხევსურულ ტრადიციებზე საუბრობს

1696499979
მარგარეტ დაიაური

ხევსური გოგონა, მარგალიტა დაიაური გადაცემა „სხვა ნანუკას“ სტუმარი იყო, სადაც უძველესი ხევსურული ტრადიციების შესახებ ისაუბრა. 

მარგალიტა მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, წყვილი სოციალური ქსელით გახდა ცნობილი, როცა საზღვარგარეთ გადასვლას აპირებდნენ, მარგარეტის პროექტმა "აწარმოე საქართველოს" გრანტი მოიგო, შატილში კაფე გახსნეს და მათი გამგზავრების ამბავიც გადაიდო.

„მთაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თმას. ძველ დროში რაც უფრო ბევრ ნაწნავს გაიკეთებდნენ, უკეთესი იყო, თან ისე იკეთებდნენ, რომ შუბლთან ჯვრის ფორმა მიეღოთ,  როდესაც ქალი მამაკაცს სამოსს უკერავდა, პატარა ნაწნავს იჭრიდა და ტანსაცმელზე აკერებდა სიყვარულის სიმბოლოდ. როდესაც ქალს მეუღლე გარდაეცვლებოდა, ნაწნავს იჭრიდა და  საფლავში ატანდა. ესეც ერთგულებისა და სიყვარულის ნიშანი იყო და ამით ამბობდა, რომ გარდაცვლილ მეუღლეს ცხოვრების ბოლომდე უერთგულებდა“, – ამბობს მარგალიტა დაიაური. 

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„აქ არ ხარ, მაგრამ გპოულობ მაინც, ნაწილ-ნაწილს და მთლიანს ერთიანს“ - გელა დაიაურმა ახალი ლექსი დაწერა

შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს