გელა დაიაურის ახალ ლექსს, რომელიც მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა, „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა ღამეა ჩემს ლამაზს მთებში,
შენზე ფიქრი მყავს სასურველ სტუმრად
და მეც ვმასპინძლობ კალმით და ლექსით
ანდა როდემდე ვიქნებით უბრად.
ვებაასები,როცა შენ არ ხარ,
და მარტოობის აღარ მწვავს სევდა,
მთებიდან უფრო ლამაზი ჩანხარ,
მთებიდან უფრო მიყვარხარ მეტად.
როცა ტყემალი ყვავილებს გაშლის,
ასე მგონია, ჩემს ერთას გიმზერ,
როს ოქტომბერი მოიწყენს მთაში,
შენა გგავს კარგო,ასე თუ ისე.
იქნებ ჩამიქროს სურვილი თოვლმა,
თოვლს ვეხუტები შენი მსურველი,
შენი სუნთქვაა ნიავის ქროლვა,
შენს თავს მახსენებს იის სურნელი.
ძოწისფერი აქვს ვარდები მაისს,
მაგრამ ეგ ბაგე მაინც მეტია,
აქ არ ხარ, მაგრამ გპოულობ მაინც,
ნაწილ-ნაწილს და მთლიანს ერთიანს“, - წერს გელა დაიაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ვიცოდი, რომ მე უფრო მიყვარდა ალასანია“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
შორენა ბეგაშვილი ამსტერდამში მოგზაურობს - ტელეწამყვანი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
დაზიანებული ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები - სტიქიამ გურიის რეგიონი დააზარალა