Digest Logo

🎥 „როდესაც შვილები დიდები არიან, გგონია, რომ ფუნქცია დაკარგე დედამ, ამ დროს მყავს პატარები, რომლებზეც ისე ვზრუნავ, როგორც ჩემს შვილებზე“ - სკოლის პირველი დღე მასწავლებლისთვის

1726639853
მანანა გოჩელაშვილი

ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პროცესმა ოფიციალურად მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე უმეტეს სასწავლო დაწესებულებებში 17  სექტემბრიდან აიღო სტარტი. სკოლის ზარი 50 000  მეტი პირველ კლასელისთვის დაირეკა.

დაწყებითი კლასის პედაგოგმა, მანანა გოჩელაშვილმა, საკლასო ოთახი ფერადი ბუშტებითა და საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციებით მორთო, რადგან საყვარელი მოსწავლეებისათვის მხიარული განწყობა შეექმნა

რა შეგრძნებებს ატარებს სკოლის პირველი დღე მასწავლებლისთვის? - ნახეთ, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში👇

„როცა ბავშვები მეხუტებიან, დიდ სითბოს ვგრძნობ და კიდევ უფრო მიმძაფრდება მათი სიყვარული.

როდესაც შვილები დიდები არიან, გგონია, რომ ფუნქცია დაკარგე დედამ, ამ დროს მყავს პატარები, რომლებზეც ისე ვზრუნავ, როგორც ჩემს შვილებზე“, - ამბობს მანანა გოჩელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღე ემოციურად გადატვირთულია, შიშები, შფოთვები და დაძაბული ასპექტები გვაქვს“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

შორენა ბეგაშვილი მოგზაურობას განაგრძობს - მოდელი შავ საცურაო კოსტიუმში პოზირებს

🎥 შორენა ბეგაშვილის და ევა ბარბაქაძის ზღაპრული მოგზაურობა იტალიაში გრძელდება - „საოცარი გოგოები“