
„რა ჩავიცვა?“ - ამ მარადიული შეკითხვით მთავრდება ყველა გოგოს დღე და იწყება მეორე დღეზე ფიქრი. როგორც იქნა, აარჩიე სასურველი სამოსი და მშვიდად დაიძინე...
მეორე დღეს ბედნიერი იღვიძებ, ირგებ სასურველ სამოსს და გადიხარ სახლიდან.... ეს იცით რა მომენტია? ყველა გოგოს რომ უგრძვნია, თავისი გარეგნობით, სტილით, სამოსით განცდილი ბედნიერება... მოგწონს როგორც გამოიყურები და თავს სამყაროს ცენტრად თუ არა შენი ქალაქის ცენტრად მაინც აღიქვამ...
ჰოდა, ასე გადიხარ სახლიდან, მიაბიჯებ შენთვის მეტროსკენ და „კუკლა“, „ლამასო“ შეძახილებით, შენკენ მოპყრობილი თვალები არ გშორდება... „რომელი საათია?“, „გოგონა ღმერთის ნომერი ხომ არ გაქვთ? ანგელოზი დაეკარგა და უნდა დავურეკო“.... „შენ ალბათ, გუგლი გქვია, რადგან ყველაფერი გაქვს რასაც ქალში ვეძებ...“
რჩევა #1 ეს ეპითეტები არასდროს გამოიყენოთ!
ის თუ გეცნოთ მეტროში მიმავალი ფეხს რომ უჩქარებთ საბურთალოს მეორე ხაზზე გადასასვლელად, თან ხვდები რომ შეიძლება მატარებელმა გაგასწროს და მირბიხარ... შემდეგი სადგური... გგონია ვერ მიასწრებ, მაგრამ კართან „ის“ დგას... ის, ვინც მატარებლის კარს აჩერებს და შენც ამაყად შედიხარ, იკავებ ადგილს, თან მადლობას უხდი... უღიმი...
ამის შემდეგ გიყურებს და გაღიმება გინდა... შენ იბნევი, არ იცი, რა უნდა გააკეთო..
მერე ამჩნევ, რომ ეს ბიჭი ყურსასმენებში გაჟღერებულ მუსიკას პირს აყოლებს და ამით „გეფარცქვალება“, შენ კი გინდა, დრო გაიწელოს, რადგან იცი, მას მეტჯერ ვეღარ ნახავ...
თუ გაგიმართლა და საერთო სადგურზე ჩამოხვედით ეს წყალობაა, თუ ისე გაგიმართლა, რომ ერთ მხარეს ამოხვედით და გზაც ერთად გააგრძელეთ, ფიქრობ, რომ ეს ეს უკვე დამთხვევა აღარაა. ზუსტად ამ დროს, როდესაც შენდა უნებურად „სტენკაზე“ გაიფიქრებ „მეტროს ქრაში“ მიმართულებას შეიცვლის და სხვა მხარეს წავა. აი, აქ გულში რაღაც ჩაგწყდება, აი იცი როგორ... ეს „ეჰ“ სინანულია იმისა. რომ უცნობს მეორედ ვეღარ ნახავ....
მიხვალ ასე ეული დანიშნულების ადგილზე, შეასრულებ შენს ყოველდღიურ საქმიანობას და სახლისკენ მიმავალ გზაზე კვლავ ბედნიერება გეწვევა... ისევ ის „მეტროს ქრაში“... ეს უკვე რაღაცს უნდა ნიშნავდეს.... უჩქარებ ნაბიჯს და თვალებში შესციცინებ იმის ნიშნად, რომ დღეს უკვე ნახე და თან კარიც დაგიკავა, რაც უკვე გოგოებისთვის შეყვარებულომდე გადასადგემლი დიდი ერთი ნაბიჯია.... მიუხედავად ამ ფიქრებისა, ორ უცხოს შორის საერთო მხოლოდ მეტრო და გზა აღმოჩნდება...
ამიტომ მეგობრებო, ვისაც ასე გემართებათ ნუ იკავებთ თავს იქნებ ის მართლაც „ისაა“, ვინც უნდა იყოს და ამ შანსს სტანდარტებისა და სიამაყის გამო ხელიდან უშვებთ.
! გაფრთხილება: „ლამასო“, „ლამაზების პრეზიდენტო“, „ბაჭია“ და მსგავსი ეპეთეტები არ გამოიყენოთ.
და ბოლოს, თუ „მეტროს ქრაშში“ არ გაგიმართლა არ იდარდო, როგორც ბრძენი დაქალები იტყვიან „ჩვენი ღირსი არ იყო“, „იგი წავა და სხვა მოვა ტუსრფასა საბაღნაროსა“...