Digest Logo

როგორ და როდის გავახაროთ სააღდგომო ჯეჯილი - ზურა შევარდნაძის რჩევები

1774540120
ზურა შევარდნაძ

აღდგომის დღესასწაულისთვის თქვენს სუფრაზე რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, თადარიგი წინასწარ უნდა დაიჭიროთ. ბევრმა დიასახლისმა ჯეჯილის გახარება კარგად იცის, მაგრამ ყოველთვის მოიძებნებიან ახალბედები, რომლებსაც ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

რეიტინგი“ ფლორისტს, „გარდენია შევარდნაძის“ შემქმნელს ზურაბ შევარდნაძეს ესაუბრა. სწორედ ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, როგორ გავახაროთ ჯეჯილი სააღდგომოდ.

„ჯეჯილზე მე ახალი რა უნდა ვთქვა? მე არ მომწონს პატარა თეფშებზე დათესილი ჯეჯილი. დიდ სინებზე ვთესავ. სააღდგომო გამოფენას ვგეგმავთ „გარდენიაში“, ამიტომ გუშინ მოვიტანე ხორბალი, ძველი ლეიბი დავშალე და ორ დღეში დავთესავ ჯეჯილს სპილენძის სინებზე. ძალიან ლამაზია მაგიდებზე ჯეჯილის დიდი მინდვრები.

- რამდენი დღით ადრე უნდა დავთესოთ ჯეჯილი, სააღდგომოდ ლამაზად რომ ყვაოდეს?

„გააჩნია, სად გიდევს. მე გაუთბობელ ოთახში უნდა დავაწყო. ცივ ოთახში რთულად ამოდის ჯეჯილი. თბილ ოთახში კი მესამე დღეს ამოდის. კარგა ხანს ძლებს, მაგრამ როცა თესლი გამოიფიტება, ფერმკრთალდება“.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უწმინდესო ილია“ - ქეთი ჩხაიძემ გარდაცვლილ პატრიარქს სიმღერა მიუძღვნა

„შელოცვა კეთდება სიყვარულის, ფულის, იღბლის მოსაზიდად, ასევე მტრების, ცილისმწამებლების და შურიანი ადამიანებისგან თავის დასაცავად“ - მარილის რიტუალი

„შესაძლებელია ფულის და დოკუმენტების დაკარგვა უსიამოვნებები მგზავრობისას...“ - 26 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

წყარო: reitingi.ambebi.ge