Digest Logo

🎥 როგორ გამოიყურება 85 წლის ასლან აბაშიძე, რომელიც შვილიშვილთან ერთად გამოჩნდა

1707552081
ასლან აბაშიძე

აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე უკვე 85 წლისაა.  მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს, ის მოსკოვშია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მსოფლიოში წითელი ცირკულარით იძებნება, სულ 28 ადამიანია.

სოციალურ ქსელში ასლან აბაშიძე შვილიშვილთან ერთად გამოჩნდა.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.

აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება ბევრ მამაკაცს შეშურდეს.

ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.

აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელიც ამჟამად 53 წლისაა.

ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

ბევრს საუბრობდნენ გიორგი აბაშიძის პირადზე, თუმცა როგორც ცნობილია, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა.

მან ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე ორჯერ იქორწინა, 11-წლიანი შუალედით, 2016 წელს კი ტყუპი გოგონა შეეძინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„დღეს შაქარას დღეა“ - გიორგი შაქარაშვილი 23 წლის გახდებოდა

„გაუპატიურების თემა რომ არ ყოფილიყო, ისევ ისეთი გულუბრყვილო ვიქნებოდი, როგორიც ვიყავი“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

ტემპერატურა 22 გრადუსს მიაღწევს - ამინდის პროგნოზი