მიუხედავად იმისა, რომ მზე შეუცვლელია დედამიწაზე სიცოცხლისთვის, უდავოა, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები ჩვენს კანზე დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედების დროს.
მზისგან დამცავი კრემის გამოყენება აუცილებელია შესაძლო არასასურველი შედეგების აღმოსაფხვრელად და დიახ, ის უნდა წავისვათ არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყველა ზონაზე.
როგორ გავიკვლიოთ გზა SPF-ის შერჩევის ლაბირინთში? - აღნიშნულ თემაზე „იუთუბ“ პოდკასტში „აქ“ დერმატო-ვენეროლოგი ლელა ყურაშვილი საუბრობს:
„დამცავი ძალიან მნიშვნელოვანია, ზაფხულში განსაკუთრებით და ზამთარშიც უნდა ვიყენებდეთ.
ერთი პერიოდი მზისგან დამცავზე იყო ისტერიკა, პერიოდულად მწვავდება ეს თემა, რომ არის კანცეროგენული, ეს ასე არ არის.
შემადგენლობა არის სხვადასხვა ტიპის დამცავი, SPF და ინდექსი, მაგალითად 30, 40, 15. ზაფხულში მინიმუმ 30 უნდა ვიხმაროთ. არის ქიმიური საცხებიც, ასევე მინერალური, რაც იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის.
ალბათ, ბევრმა არ იცით, რას ნიშნავს ინდექსი. ნიშნავს, ულტრაიისფერი სხივების 100% მოდის, ვყოფთ ამ ინდექსზე. მაგალითად, 100% გავყოთ 30-ზე, არის 3.3. ანუ ჩემმა ორგანიზმმა მიიღო მხოლოდ 3.3% და დანარჩენი აისხლიტა.
მზისგან დამცავი 2-3 საათში უნდა განახლდეს.
მინიდან ჩვენი ორგანიზმი დე ვიტამინის სინთეზს ვერ ახდენს“, - ამბობს ლელა ყურაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა სჭირდება კანს გაზაფხულსა და ზაფხულზე? დერმატო-ვენეროლოგის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები