☀ მორიელებო, გილოცავთ მაისის დადგომას, ყველაფერი საუკეთესო მოგიტანოთ ვარდებისა და იასამნების თვემ. ასტროლოგიური მოვლენებით მაისი საკმაოდ დატვირთულია.
გველოდება ორი სავსემთვარეობა: პირველი პირველ მაისს, 21:22-ზე თქვენს ნიშანში და მეორე 31 მაისს 12:44-ზე მშვილდოსანში. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად და ვნახოთ, რას მოგიტანთ პლანეტების კონფიგურაცია მაისში. შეგახსენებთ, რომ პროგნოზს უნდა გაეცნოთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით.
☀ პირველ მაისს, 21:22-ზე სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში - უნდა მიიღოთ შედეგი იმ საქმის, რაც დაიწყეთ 2025 წლის ნოემბრის ბოლოს ან რაღაც უნდა დაასრულოთ. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
☀ 3 მაისს მერკური კუროში გადავა, სადაც დარჩება 17 მაისამდე - გახშირდება კომუნიკაცია პარტნიორებთან. იმატებს მოგზაურობა, მივლინება, ზარები და მიმოწერა. იქნება შეხვედრები მეგობრებთან, კლიენტებთან; შეიძლება ახალი კლიენტებიც გამოგიჩნდნენ.
☀ 5 მაისს მარსი დაძაბულ ასპექტშია იუპიტერთან, ხოლო მერკური - პლუტონთან - რთული და დაძაბული დღეა. ამიტომ, თუ აუცილებელი არაა, ამ დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს.
☀ 6 მაისს ვენერა ოპოზიციაშია ლილიტთან (შავი მთვარე) - ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფინანსებისა და მემკვიდრეობის თემაზე. გაფრთხილდით, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. ლილიტისა და ვენერას შეერთება გვქონდა 2025 წლის 28 ნოემბერს და გაიხსენეთ რა ხდებოდა ამ დღეს.
☀ 6 მაისს თქვენი მმართველი პლუტონი რეტროგრადული ხდება 16 ოქტომბრამდე - პლუტონი არის დიდი ტრანსფორმაცია და ბრუნდება კონკრეტულ წერილში იმის გამო, რომ მოხდეს იმის გაწმენდა, რაც ვერ გაიწმინდა პირველ ჯერზე. პლუტონი რეტროგრადული ხდება თქვენი ოჯახის, უძრავი ქონების სახლში და რაღაც სერიოზული ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს ამ სფეროში.
☀ 14 მაისს მზე-მერკურის შეერთება გველოდება კუროში - დააკვირდით პარტნიორების (მეუღლე, საქმიანი, მეგობრები) ქცევას, მაგრამ ნურაფერს მოიმოქმედებთ. შეიძლება არასწორი დასკვნები გამოიტანოთ, რაც მომავალში დაგაზარალებთ.
☀ 17 მაისს გველოდება ახალმთვარეობა კუროში 00:01-ზე - სიახლეები და განახლება იქნება პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორი, კლიენტი ან მეგობარი. ახალი იდეები შეიძლება განახორციელთ პარტნიორთან ან მეგობართან ერთად.
☀ 17 მაისს მერკური გადადის თავისი მმართველობის ნიშანში - ტყუპში, სადაც დარჩება პირველ ივნისამდე. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხი. მიიღებთ საჭირო საბუთებს და ახალ ხელშეკრულებებსაც უფრო იოლად გააფორმებთ.
☀ 17 მაისიდან 23 ივნისამდე თქვენი მმართველი მარსი კუროშია - მოერიდეთ აგრესიულობას პარტნიორებთან (საქმიანთანაც და სასიყვარულოსთანაც). თავისუფლებისთვის კარგია გააქტიურება დასაწყვილებლად. აგრეთვე, გამოძებნეთ ადამიანი, ვისთანაც ითანამშრომლებთ, ერთად რამე კარგს შექმნით.
☀ 18 მაისს მერკური შეერთებაშია ურანთან - განახლება და ახალი იდეები გელოდებათ. შეიძლება დაგებადოთ იდეა, თუ როგორ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, რა სფეროში გსურთ განვითარება, სად უნდა დააბანდოთ ფული. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი თანხა.
☀ 19 მაისს ვენერა კირჩხიბში გადავა, სადაც დარჩება 13 ივნისამდე - არაა გამორიცხული უცხოელთან ან საზღვარგარეთ გააბათ ფლირტი, რომანი. მიიღებთ ფულს ან საჩუქარს უცხოეთიდან. შესაძლებელია შეხვედრა თქვენგან შორს მცხოვრებ ადამიანთან. დიპლომატიურად მოაგვარებთ ყველა რთულ საკითხს.
☀ 21 მაისს მზე, ერთი თვით, ტყუპში გადადის - უნდა მოაგვაროთ მემკვიდრეობასთან, გადასახადებთან, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება მიიღოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება; განაახლოთ საბანკო ბარათი, მოაგვაროთ ფინანსური დოკუმენტები. გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა თქვენს პარტნიორს და თქვენც ისარგებლებთ.
☀ 22 მაისს მზე ურანთან შეერთებაშია - ახალი იდეები დაგებადებათ, თუ როგორ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, სად დააბანდოთ ფული. არაა გამორიცხული, რომ მოულოდნელად მიიღოთ მემკვიდრეობა, დაიბრუნოთ ძველი ვალი.
☀ 25 მაისს მზე მთვარის კარმულ კვანძებს შორისაა და მერკური დაძაბულ ასპექტშია შავ მთვარესთან - ისევ ფინანსური თემა იქნება აქტუალური და ნუ შეიძენთ ძვირად იაფფასიან ნივთს, ნუ დააბანდებთ ფულს აფერისტების საქმეში.
☀ 26 მაისს, მზე ასპექტშია თქვენს მმართველ პლუტონთან - ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვის დროა. შეიძლება სახლში გამოცვალოთ კანალიზაცია, დააყენოთ გამწოვი, ჰაერის გამწმენდი, კონდიციონერი; ჩაატაროთ სარემონტო სამუშაო და ამის გამო სესხის აღებამ მოგიწიოთ. ან თუ ბინის გამო იპოთეკას იხდიდით, უნდა გადახედოთ, ან დაასრულოთ.
☀ 31 მაისს, 12:44-ზე სავსემთვარეობა გველოდება მშვილდოსანში - სავსემთვარეობა ისედაც ემოციური პერიოდია და საკმაოდ რთული დღეა და ეცადეთ, ამ და პლუს/მინუს 3 დღე იყოთ ფრთხილი და დაკვირვებული - ისევ თქვენი ფინანსები იქნება აქტუალური. შეიძლება დასრულდეს შემოსავლის წყარო. ან პირიქით, შესრულებული საქმის საფასური გადაგიხადონ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გზა მოდელობიდან სპორტის ნუტრიციოლოგობამდე - სალომე ჯუღელის ცხოვრებაში პროფესიული სიახლეებია