Digest Logo

🎥 როგორ გავზარდოთ ბედნიერი ბავშვი: აღზრდის შეცდომები და „კარგი შვილის“ ფენომენი ნათია ფანჯიკიძისგან

1774532169
ნათია ფანჯიკიძე

📢 როგორ გავზარდოთ ბედნიერი შვილი: პირადი სივრცე, ემოციები და მშობლის პასუხისმგებლობა. 

„გვანცას პოდკასტში“ ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ დეტალურად განიხილა აღზრდის ის მოდელები, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკასა და მის მომავალზე.

🔶 რატომ არ არის შვილი მშობლის პროექტი, რატომ არის სახიფათო „კარგი შვილის“ ფენომენი? 

🔶 სად გადის ზღვარი მზრუნველობასა და გადამეტებულ კონტროლს შორის და რატომ არ უნდა ვუთხრათ შვილს ფრაზა -„ არ შემარცხვინო“? - ვრცლად, ნახეთ ეპიზოდი👇

„ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის, ყველაზე მყარი ფუნდამენტი და შვილები ქვეცნობიერად ჩვენი უკვდავების გარანტია, კონტეინერი ჩვენი ოცნებების. ხშირად ისმის კითხვა, როგორია სწორი აღზრდა და როგორია სწორი დამოკიდებულება შვილებთან?

როდესაც საქმე აღზრდას ეხება, ყველაფერი ძალიან რთულია. 

გააჩნია რომელ სოციალურ წრეს ეკუთვნის ადამიანი, უფრო ფართოდ კი რომელ კულტურას. იწყება ოჯახის კულტურით და გადადის, ეროვნულ, რელიგიურ კულტურაზე.

ვის გულისხმობს ადამიანი, როდესაც ამბობს „ჩვენ“? გარკვეულ საზოგადოებას, რომელსაც თავად მიაკუთვნებს თავს და რომლის აზრიც აინტერესებს, რომელი ფასეულობაა გამეფებული, რა ითვლება წარმატებად/წარუმატებლად, სირცხვილად და სიამაყედ.

როგორია კარგი შვილი, მაგალითად თუ კრიმინალურ აზროვნების გარემოში გაიზარდა ბავშვი?

ალბათ, ისეთი, რომელიც არ უშინდება ირგვლივ ყველა დახოცოს. შეიძლება ეს მოუწონონ, შენ ვაჟკაცი ხარ... 

თუ ბავშვი სწავლულების ოჯახშია გაზრდილი, მეცნიერი, პედაგოგი - ამ შემთხვევაში „კარგი შვილის“ კრიტერიუმი უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იქითკენ მიდის, იყავი განათლებული, უნდა წაიკითხო წიგნები. 

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კრიმინალური მენტალობა თვითონ, მაგრამ უნდოდეს შვილი ჰყავდეს მეცნიერი.

ან პირიქით, შეიძლება ადამიანი იყოს მეცნიერი და თავის განვლილ ცხოვრებას აფასებდეს ბოლოს, რომ სულელი ვიყავი. ბევრი ტრანსფორმაციით არის სავსე ადამიანი, მით უმეტეს შვილის აღზრდაში, ამიტომ ზუსტი ფორმულირებები ძნელია“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა კავშირშია ჰაერის დაბინძურება ალცჰაიმერთან? - ეს უნდა იცოდეთ!

⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”

⭕„აიღეთ თქვენი საყვარელი ჭიქა და ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე მასშტაბური მიზანი“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ