ჯგუფი „მირაჟი“ – ძმები შოთა და პაატა დუნდუები, ქართველმა მსმენელმა ბევრი წლის წინ გაიცნო, თუმცა, დროსთან ერთად მათი პოპულარობა არ მინელებულა. ძმები 2025 წელს ახალი ალბომით წარდგნენ მსმენელის წინაშე და კიდევ უფრო მეტი აქტიურობით გამოირჩევიან.
ამჯერად ისინი გადაცემის „სიცრუის დეტექტორის“ სტუმრები იყვნენ, სადაც ენგურის ხიდთან დაკავშირებული სიმღერის შესახებ ისაუბრეს:
„სულ თავიდან ჯგუფში გვყავდა მესამე წევრი, ჩვენი ოჯახის წევრი, მეგობარი, ჩემი ნათლია, რომელიც აფხაზეთიდანაა დევნილი. დედაჩემის დედულეთი აფხაზეთიდანაა და ჩვენი ჯგუფის წევრი ამ თემას ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამდა.
მადლობა ღმერთს, ეს სიმღერა დაიწერა, ჩაიწერა და ყველა ადამიანს მადლობა დღესაც, ვინც ამ სიმღერაში მონაწილეობა მიიღო.
აფხაზეთიდან უკურეაქცია იყო, სოცქსელები მაშინ ასე არ არსებობდა, 2003, 2004 წელი იქნებოდა. პრემიერა უნდოდათ სოხუმში, სამწუხაროდ ვერ შევძელით“, - ამბობს შოთიკო დუნდუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ამართლებს თუ არა ჯგუფი „მირაჟი“ სახელწოდებას? - „ჩვენი თვითმიზანი არ არის პიკში ყოფნა“
⭕ვინ არიან ჩვენი ადამიანები? - „მხოლოდ მათთან ვრჩებით, ვისაც მსგავსი გამოცდილება, ტკივილები აქვს“