მუსიკოს ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცას” ჰოლივუდის ახალ ფილმში გაჟღერდება. რეჟისორ მაიკლ პოლიშის მიერ გადაღებული ფილმი Alarum აშშ-ში 16 იანვარს გამოვა და მასში მთავარ როლს ჰოლივუდის ლეგენდა სილვესტერ სტალონე ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ სკოტ ისტვუდი და უილა ფიცჯერალდი.
სიუჟეტის ერთ-ერთ სცენაში გაჟღერდება ზაზა ხუციშვილის ცნობილი სიმღერა „უღრუბლო ცას”, რომელსაც ჯგუფი „ვაკის პარკი” ასრულებს.
აღნიშნულ თემაზე მუსიკოს ზაზა ხუციშვილმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.
„პირდაპირ მოლოცვით იწყებოდა, თქვენი სიმღერა დამტკიცებულია ფილმისთვის, გთხოვთ გახსნათ მიმაგრებული ფაილი და ხელი მოაწეროთო. განსაკუთრებულ თანხებზე არ არის საუბარი.
გავხსენი ეს ფაილი, წერია სცენარი და მსახიობების ჩამონათვალი. მართლა თვალებს არ ვუჯერებდი“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საიდან მოდის ხალხური გამონათქვამი - ნინიას ბაღი კი არ არის
⭕რა ფარულ ძალას ფლობთ დაბადების ზოდიაქოს მიხედვით
🎥 სანამ მათეთრებელ კბილის პასტას გამოიყენებთ, მანამდე ეს უნდა იცოდეთ!