დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს და ასწავლის, თუ როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან თმის სტრუქტურის დაზიანება ზაფხულში და როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა.
„მოახლოვდა ზღვის და აუზის სეზონი.
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან თმის სტრუქტურის დაზიანება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმები ზაფხულში.
მზის ულტრაიისფერი სხივები აზიანებს არამარტო კანს არამედ თმასაც, ამიტომ აუცილებელია როგორც კანის, ასევე თმის დაცვაც:
👉გამოიყენეთ ფართო კიდეებიანი ქუდი (მაგალითად "შლაპა")
👉გამოიყენეთ მზისდამცავი პროდუქტი თმაზეც SPF სპრეის სახით - მაგალითად Noreva Bergasol Sun Mist
👉შეზღუდეთ თმის გაღიავება ზღვის სეზონამდე ან აუზზე სიარულის დაწყებამდე
👉ღია ფერის თმა უფრო მეტად ზიანდება მზის ულტრაიისფერი სხივებისგან
👉გამოიყენეთ საცურაო ქუდი თუ დიდ დროს ატარებთ წყალში
👉დაიბანეთ თმები დაუყოვნებლივ ცურვის შემდეგ
👉გამოიყენეთ მოცურავის შამპუნი (swimmer's shampoo) თუ დიდ დროს ატარებთ წყალში“, - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ: