ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე; როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად? - წერს:
„როგორ ვაქციოთ ფატალური მარცხი გამარჯვებად?
რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს ყველაფრის დაკარგვის საფრთხე ემუქრება? უმრავლესობა ნებდება, შებრალებას ითხოვს და მსხვერპლის როლს ირგებს. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა.
ძვ.წ. 75 წელს, როდესაც მეკობრეებმა ახალგაზრდა იულიუს კეისარი დაატყვევეს, გამოსასყიდად 20 ტალანტი მოითხოვეს. კეისარს გათავისულება არ უთხოვია — მან გადაიხარხარა და უბრძანა, მის სანაცვლოდ 50 ტალანტი მოეთხოვათ. რატომ? იმიტომ, რომ 20 ტალანტი მისი სიცოცხლისთვის შეურაცხმყოფელი ფასი იყო.
38 დღის განმავლობაში ის მძევალი კი არა, გემის კაპიტანი იყო. ეს არ არის უბრალოდ ისტორიული ეპიზოდი — ეს არის საკუთარი წესების კარნახისა და ურყევი თავდაჯერებულობის უმაღლესი მაგალითი“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
⭕ ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველო ხუთი ძიუდოისტით წარდგება