Digest Logo

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

1699164495
საბადურის ტყე შემოდგომაზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„ნოემბრის პირველი და მეორე დეკადა თბილი და მზიანი იქნება!

მათთვის, ვინც ვერ დაემშვიდობა ზაფხულს და უყვარს მისი სითბო, ნოემბერი მზად არის სასიამოვნო სიურპრიზის მოსატანად, წინ უამრავი მზიანი და თბილი დღე გველოდება. მეტეოროლოგები ასეთ სიტუაციას ხსნიან - ,,ამინდის პირობები სტაბილური ანტიციკლონის მოქმედებით“ შევეცდები საინტერესოობით დავტვირთო პროგნოზი.

მინდა გითხრათ, რომ ნოემბერში დათბობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება - ბულგარელები და მაკედონელები მას "ბოშების ზაფხულს" უწოდებენ, სერბები - "მიხაილოვის ზაფხულს", გერმანელები მას "მოხუცი ქალბატონის ზაფხულს", ჰოლანდიელები - "მცენარეთა ზრდას", იტალიელები - "წმინდა მარტინის ზაფხულს", ფრანგები კი - "სენ-დენისის ზაფხულში" გადასვლას ეძახიან...
ნოემბრის დათბობასთან მიმართებაში ყველაზე საინტერესო მაინც ერთი ხალხური გამონათქვამია: ,,45 წლის ქალი ისევ მშვენიერია" ანუ, 45-50 წლის ასაკში ქალი კვლავ "ყვავის" და ბუნება დაბრუნებული სითბოს ფონზე, აჩვენებს მის ქალურ პრინციპს...

ახლა კი უკვე პროგნოზზე ვისაუბროთ - გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთელს ქვეყანაში ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში ძირითადად ისევ თბილი და უნალექო ამინდები იქნება, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +1+2 C -ით მაღალი იქნება საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე. ნალექების რაოდენობა ძირითადად ნორმის ფარგლებში იქნება და მისი ძირითადი ნაწილი მესამე დეკადაშია მოსალოდნელი.
პერიოდულად ტემპერატურა თვის პირველ ნახევარში დღისით +26, +28 გრადუსამდე მოიმატებს, თვის ბოლოს კი ღამით მნიშვნელოვნად აგვიცივდება და ზოგან +4 გრადუსამდე დაიკლებს. თბილი დღეების ფონზე, საბოლოოდ ნოემბერი თბილი იქნება.

როგორც არ უნდა ერქვას ამ დროს, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მზეზე დატკბეთ, ისიამოვნოთ მისი სხივების სითბოთი, აღფრთოვანდეთ მშვენიერი ფერადი შემოდგომის პეიზაჟებით ...“, - წერს კობა ფარტენაძე.