Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1794458764
ამინდი ამინდი

12 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც უნალექო დღეა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი დღეა, დღისით +7, ღამით -1 გრადუსი იქნება.

ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +2 იქნება.

ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +10 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზეა. დღისით 0, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზე იქნება, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

✕