13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
სოხუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +30 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +22 ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თელავში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღე იქნება, დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.