14 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მცირე ნალექია ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც მწირი წვიმაა, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +5 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი ამინდია, +25 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მშრალი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს, დღისით +11 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მცირე ნალექია, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან, ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწაულ ფორმაში ხარ“ - თაკო ჩხეიძე მწვანე ორეულში პოზირებს