19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +10 ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.