19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმს, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც იწვიმებს დღეა, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლენტეხშიც წვიმს, დღისით +8 , ღამით +2 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +3 იქნება.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც ნალექიანი დღეა. დღისით +6 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.