2027 წელი აღმოსავლური ასტროლოგიით ცეცხლოვანი თხის (ცხვრის) წელია. ეს არის შემოქმედების, სილამაზის, სიყვარულის, ოჯახური ღირებულებების, შინაგანი სიმშვიდისა და ცხოვრების განახლების სიმბოლური წელი.
რა უნდა გვედოს 2027 წლის საახალწლო სუფრაზე, ამის შესახებ ასტროლოგი ნინა სუსლოვა სოციალურ ქსელში წერს.
„თხის სიმბოლიკა უკავშირდება ბუნებას, სიმშვიდესა და სიუხვეს. ამიტომ სასურველია, საახალწლო სუფრა იყოს ლამაზი, მრავალფეროვანი.
ვაშლი და ბროწეული — ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და ოჯახური კეთილდღეობის სიმბოლოდ.
ყურძენი — სიუხვის, წარმატებისა და ბედნიერების ნიშნად.
მანდარინი და ფორთოხალი — პოზიტიური ენერგიისა და კეთილდღეობის აღმოსავლური სიმბოლოები.
მწვანილი და ბოსტნეულის კერძები — ბუნებასთან კავშირისა და განახლების გამოსახატავად.
ნიგოზი, თხილი და ჩირი — სიუხვისა და სტაბილურობის სიმბოლოდ.
ყველეული და რძის პროდუქტები — თხის წლის თემატიკასთან სიმბოლური კავშირისთვის.
თაფლი და ტკბილეული — ტკბილი, მშვიდობიანი და სასიხარულო წლის სურვილით.
ტრადიციული საახალწლო კერძები — ოჯახური ერთიანობისა და კეთილდღეობის ნიშნად“, - წერს ასტროლოგი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„წლების განმავლობაში დაშორებულები ვიყავით“ – ნინი ყულეჯიშვილი სიყვარულის 6-წლიან ისტორიაზე
⭕ „ლანძღვის მეტი არაფერი მიმიღია“ - რატომ არ უნდა დათო ლიკლიკაძეს ქუთაისის კოლორიტის სტატუსი