19 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +9, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, ტემპერატურა დღისით +1, ღამით -11 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +4 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმაა, +2 ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.