Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 ივლისს საქართველოში

1784609312
წვიმა - ამინდი

21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

სოხუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ომალოში იწვიმებს. დღისით +23 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში მზეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.