21 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში წვიმიანი დღეა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი +6.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ღრუბლიან ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი წვიმის სახით, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +12 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმის ალბათობა დიდია. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში დილიდან მზიანი ამინდია ნავარაუდევი, საღამოს კი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.