22 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მესტიაში წვიმიანი დღე და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +21, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +22 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 15 ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ნუ ჩაერთვებით ჭორაობაში...“ - 22 ოქტომბრის ენერგიები
⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ