23 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც უნალექო დღეა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში თოვლია მოსალოდნელი დღისით +9, ღამით -1 გრადუსი იქნება.
ამბროლაურში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +15 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზეა. დღისით 3, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზე იქნება, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.