Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1792821780
ამინდი ამინდი

24 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. 

ოზურგეთში მოღრუბლულია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მოღრუბლული დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მოღრუბლული დღე იქნება. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლოა წვიმა. ლენტეხში დღე ღრუბლიანი იქნება. დღისით +20, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.

ამბროლაურშიც ღრუბლიანი დღე იქნება. ტემპერატურა +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. შესაძლოა იწვიმოს.

ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +8 დაფიქსირდება. აქაც მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ბორჯომში მოღრუბლულია, +21 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

შესაძლოა იწვიმოს გორში. დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. შესაძლოა იწვიმოს.

გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 11 ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.

ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღრუბლიანი დღეა. მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

✕