25 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთში. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში შესაძლოა თოვლი. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მოთოვს, დღისით +1, ღამით -5 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც თოვლს ვარაუდობენ, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 იქნება.
ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი, +4 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
ომალოში თოვლიანი დღეა. დღისით +4 ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი გურჯაანში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმის ალბათობა დიდია. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.