25 ნოემბერი - სავსემთვარეობის შემდეგ ახალი შესაძლებლობები იხსნება
სავსემთვარეობის შემდეგ, 25 ნოემბერი შედარებით მშვიდ, თუმცა საინტერესო შესაძლებლობებს გვთავაზობს. დღეს უკვე მეტი დრო და სივრცე გვექნება გასაანალიზებლად და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად.
მთვარე კვლავ ტყუპების ნიშანში იმყოფება, თუმცა თანდათან შორდება რეტროგრადულ ურანთან შეერთებას. შესაბამისად, მცირდება წინა დღის არაპროგნოზირებადობა და აქტიურდება ტყუპებისთვის დამახასიათებელი თემები - კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ინფორმაციის გაცვლა, შეხვედრები და გადაადგილება. ეს კარგი დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, გაუგებრობების გარკვევისა და ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც წინა დღეს რთულად წარმოსადგენი ჩანდა.
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი საღამოა, როდესაც მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ჩამოაყალიბებს ჩრდილოეთ კვანძთან, ვენერასთან და ლომში იუპიტერ-მარსის შეერთებასთან.
მთვარის ტრინი ჩრდილოეთ კვანძთან ახალ პერსპექტივებსა და განვითარების შესაძლებლობებს უკავშირდება. შესაძლოა, გავიგოთ სასარგებლო ინფორმაცია, შედგეს მნიშვნელოვანი შეხვედრა ან საუბარი, რომელიც ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს დაგვანახებს.
მთვარის ტრინი ვენერასთან განსაკუთრებით ხელსაყრელია პირადი ურთიერთობებისთვის, მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. გაადვილდება საერთო ენის გამონახვა, გრძნობების გამოხატვა და ძველი უთანხმოებების მოგვარება. ეს კარგი დროა შერიგებისთვის, ურთიერთობის აღსადგენად ან დაუსრულებელი საუბრის გასაგრძელებლად.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მთვარის სექსტილი ლომში იუპიტერ-მარსის შეერთებასთან, რომელიც სამხრეთ კვანძის სიახლოვეს მდებარეობს. ეს კონფიგურაცია წარსულ გამოცდილებას, ძველ კავშირებსა და შეჩერებულ საქმეებს კვლავ აქტუალურს ხდის. შესაძლებელია, დაბრუნდეს ადრე გადადებული პროექტი, თანამშრომლობის შეთავაზება ან ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა გარკვეული მიზეზით შეწყდა. ძველი იდეებიც შეიძლება ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცეს.
თუმცა ამ კონფიგურაციას მნიშვნელოვანი პირობა ახლავს: სამხრეთ კვანძი მხოლოდ სასარგებლო გამოცდილებასა და შესაძლებლობებს არ უკავშირდება - ის ძველ შეცდომებსაც გვახსენებს. ამიტომ, სანამ წარსულს მეორე შანსს მივცემთ, საჭიროა გავაანალიზოთ, რატომ დასრულდა ესა თუ ის ურთიერთობა ან საქმე ადრე და რა შეიცვალა მას შემდეგ. დაბრუნებას აზრი მაშინ აქვს, როდესაც ძველი სცენარის გამეორებას არ ვაპირებთ.
დღის ასტროლოგიური სურათი წარსულის გამოცდილების მომავალ შესაძლებლობებთან დაკავშირებას გვთავაზობს. ეს არ არის უბრალოდ უკან დაბრუნების დრო - ეს არის შანსი, უკვე ნაცნობ ადამიანებთან, იდეებთან და პროექტებთან ურთიერთობა ახალი პირობებით გავაგრძელოთ და უფრო მყარი საფუძველი შევქმნათ.
ამრიგად, 25 ნოემბერი შეიძლება იქცეს ერთგვარ ხიდად წარსულსა და მომავალს შორის. გამოიყენეთ ეს დღე მნიშვნელოვანი საუბრებისთვის, სასარგებლო კავშირების აღსადგენად, ძველი გეგმების გადასახედად და იმ შესაძლებლობების შესაფასებლად, რომლებიც კვლავ თქვენს ცხოვრებაში ბრუნდება. ზოგჯერ მეორე შანსი მართლაც მნიშვნელოვანი საჩუქარია, თუმცა მისი ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შევძელით წარსულის გამოცდილებიდან სწორი დასკვნების გამოტანა.
რაც შეეხება მთვარის დღის გავლენას, საღამომდე გრძელდება მეთექვსმეტე- ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და სუფთა მთვარის დღე.
ეს მთვარის დღე კი პრაქტიკულად შექმნილია შინაგანი ბალანსისა და სიმშვიდისთვის. ჩვენს სხეულსა და ფსიქიკას სჭირდება სავსემთვარეობის ძლიერი ენერგიების გადამუშავება. იგი ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორიცაა ბალანსი, ჰარმონია, ზომიერება და სიმშვიდე. ეს არის მიმღებლობის, რბილი სინათლის დღე. დღის სიმბოლოა ჭუპრიდან გამოსული პეპელა, რომელიც ფრთებს შლის. დღეს ჩვენც ვშლით ფრთებს, რათა ვიგრძნოთ სიმსუბუქე, სილამაზე და მადლიერება ცხოვრების მიმართ ყველაფრისთვის, რაც თავისი გზით მიდის. ეს შესანიშნავი დღეა სეირნობისთვის, ლოცვისთვის, მედიტაციისთვის, კეთილი ფიქრებისა და ნაზი ურთიერთობისთვის. თუ სავსემთვარეობის ძლიერი ენერგიის შემდეგ ემოციურ დაღლილობას ან შინაგან სიცარიელეს გრძნობთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება აღდგენას. ახლა ჩვენს სხეულსა და სულს სჭირდება ზრუნვა, სიმშვიდე და სიყვარული.
მეგობრებო, გისურვებთ ჰარმონიულ და მშვენიერ დღეს!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სხვის პრობლემებში ჩაღრმავება საჭირო არ არის“ - თაკო მელიქიშვილი 25 ნოემბრის ენერგიებზე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით