26 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
მესტიაში უნალექო დღე და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +18, ღამით კი +7 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 12 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.