Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 აპრილს საქართველოში

1777525748
ამინდი წვიმა

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც დღე მშრალია, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი არც ამბროლაურშია მოსალოდნელი, ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მცირე ნალექს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +18, ღამით +3 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +19 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, დღისით +13 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება დღეს თელავში, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„შენი ნიჭი დაფასებულია, ხოლო შენი ხიბლი ნებისმიერ კარს გიხსნის...“ - 30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

„11 წლის განმავლობაში მემართებოდა კრუნჩხვა და იმ მომენტში გარდაცვლილ მამიდაშვილთან მქონდა კომუნიკაცია, ვეუბნებოდი წამიყვანე -მეთქი“ - გიორგი ნაზღაიძე დაავადებაზე

🎥 „დეტალებში შედიოდა სხვადასხვა, არაჰუმანიტარულ დარგებში, ივანე ჯავახიშვილი იყო მასშტაბური პიროვნება“ - პეტრე ბაბილუა