Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1783231545
ამინდი წვიმა

5 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექი იქნება ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მოსალოდნელია ასევე ხანმოკლე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც წვიმა იქნება, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც წვიმაა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +11 იქნება.

წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბორჯომშიც, +28 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს გორშიც, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მცირე ნალექია დღეს. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს სიღნაღშიც, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.