Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 ივნისს საქართველოში

1780725736
ზაფხულიზაფხული

6 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება.

ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზეა, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღე იქნება.. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მოსალოდნელია მზიანი ამინდი. დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში უნალექო დღეა, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზე იქნება. დღისით +17 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.