6 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმშიც. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.