Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1780812347
ამინდი - ა,ინდი

7 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.

ახალციხეში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 3 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. ასეთივე ამინდი იქნება დღეს თელავში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.