Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1788756346
ამინდი - წვიმა

7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.