Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1762231438
ამინდი ამინდი

4 ნოემბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.

მზეა ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.