მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შეიყვარა, შვილიშვილთან, ნიცა ყიფიანთან ერთად გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ერთ-ერთი რუბრიკის სტუმარი იყო, სადაც პატარა ნიცა სამსახიობო ოსტატობაში გამოცადა, ბებიამ კი, შვილიშვილისგან ქსოვა ისწავლა.
„ქსოვა მე ვასწავლე, ჯერ მე დედამ მასწავლა, შემდეგ კი youtube-დან დავხვეწე. ბებია ლექსებს მასწავლის, ერთად ვმეცადინეობთ, რასაც ვერ გავიგებ, ბებო მიხსნის, საჭმელსაც ერთად ვაკეთებთ, მასწავლის საჭმლის კეთებას. როგორიც „ჩემი ცოლის დაქალებშია“ ზუსტად ისეთივეა სახლშიც. ისეთივე ქოთქოთა და ხალისიანია, მაგრამ ჯიუტი“,- ამბობს ნიცა ყიფიანი.
„მინდა, რომ კარგი და განათლებული ახალგაზრდა გაიზარდოს, თუ არ გამოუვა მსახიობობა, პროფესიების მეტი რა არის“,- აღნიშნავს მედეა ლორთქიფანიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყარო“ - ბუდუ ზივზივაძის შვილი იუბილარია
⭕🎥 რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს იოგურტის მიღება ბავშვებში? - ნინო ლომთაძის განმარტება