Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 13 თებერვალს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

1770958642
 ამინდი

13 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი იქნება ზუგდიდში, თუმცა მზეც გამოანათებს, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც უნალექო დღეა. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მცირე წვიმა იქნება. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მცირე ნალექს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით -1, ღამით კი -4 დაფიქსირდება.

ბორჯომში უნალექო დღეა, +13 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ომალოში, +5 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.