Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

1715923433
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 17 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.   

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ნანუკამ 177 ათასი მაქვსო და სულ ესაა, რაც ამ ბავშვებს უყიდეთ ხალხის ფულით...ორი ბოთლი წყალი და სამი შოკოლადი?!“ - რას წერს ნათია ბერიძე

🎥 „დედის გარდაცვალების შემდეგ, ქრისტიანულად პატრიარქმა მომნათლა, მინდოდა ეკლესიაში შესვლის უფლება მქონოდა...“- რას ჰყვება ჯემალ სეფიაშვილი

⭕2 მაისს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირილობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე