
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე გათბება.
თბილისში იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ძლიერი ქარი და ტემპერატურა 26 გრადუსამდე მიაღწევს.
20 ივნისიდან კი საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, იქნება უნალექო ამინდი და ტემპერატურაც მოიმატებს.