Digest Logo

🎥 როგორი შედეგით სრულდება საქართველოში „შავი პარასკევი“ - როცა გამყიდველი ჯერ ფასს ზრდის, შემდეგ კი ფასდაკლებას ამ გაზრდილი თანხიდან ითვლის

1795977651
შავი პარასკევი

რეკლამები, შეთავაზებები და ფასდაკლებები - რიგები სავაჭრო ცენტრებთან, მაღაზიებთან, გასახდელებთან და სალაროებთან, მომხმარებლები სავსე კალათებით, კალათებში ბავშვებით, ბევრი პარკით. სასურველი ნივთები დასწრებაზე და განსაკუთრებული მობილიზება ონლაინ სივრცეშიც.

ასე გამოიყურება ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში „შავი პარასკევი“ - აქცია არც ისე პოზიტიური სახელით, მაგრამ მოგებიანი შოპინგის დაპირებით.

ამ დროს ბიზნესი უდავოდ სარგებლობს მაღალი გაყიდვებით, თუმცა მომხმარებელი ყველა შემთხვევაში მოგებული არ რჩება და პირიქით, ხშირად მარკეტინგის მსხვერპლი ხდება.

გამონაკლისი არც წლევანდელი „შავი პარასკევია“ და ეს კონკურენციის სააგენტოში შესული შეტყობინებებითაც დასტურდება.

პროცენტული მაჩვენებლით უკმაყოფილო მომხმარებლების უმრავლესობა თავს ონლაინ შოპინგის მსხვერპლად მიიჩნევს, ფიზიკური ვაჭრობისას კი ისინი უბრალოდ კარგად მომზადებული მარკეტინგის ხაფანგში ექცევა. ფასდაკლების გამო ყიდულობს დაგეგმილზე მეტს და აკეთებს არასაჭირო, იმპულსურ შენაძენს. მომხმარებლის ფსიქოლოგია კარგად იცის ბიზნეს სექტორმა და გათვლასაც ამაზე აკეთებს.

სწორედ ასეთი დაგეგმილი აქციების შედეგია ფეხსაცმელი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკის სექციაში გაძვრა და ჭყლეტაში ვერ შეამჩნია. სხვა მომხმარებელს კი ბრძოლად ქცეული შოპინგისას დაღლილს ავეჯის სექციაში ჩაეძინა.

„შავი პარასკევი“ ხშირად კომიკურ და ხანაც საშიშ ატრაქციად იქცევა.

„შავი პარასკევი“ მართლაც არა მხოლოდ საქართველოში, ყველგან არის და სათავეს 50-იანი წლების ამერიკიდან იღებს, როდესაც პოლიციელებმა მადლიერების დღესასწაულის შემდეგი პარასკევის აღსანიშნად მოიგონეს. მოგვიანებით კი ვაჭრებმა მოგების გაზრდისთვის გამოიყენეს.

საქართველოში „შავი პარასკევის“ კონცეფცია 2010 წლიდან გამოჩნდა და ახლა პოპულარობის პიკშია. თუ ადრე ფასდაკლების აქცია მხოლოდ ერთ დღეს ნოემბრის ბოლო პარასკევს მოიცავდა, შემდეგ მას დაემატა შაბათ-კვირის ფასდაკლებებიც, მოგვიანებით შავი პარასკევის კვირეული და ახლა უკვე ნოემბერი შოპინგის დღესასწაულად ცხადდება.

თუმცა იმისთვის, რომ „შავი პარასკევი" იყოს მოგებიანი არა მხოლოდ ბიზნესისთვის, წინასწარ უნდა მოემზადონ მომხმარებლებიც. წინასწარ გათვალონ სამიზნე შენაძენი, გადაამოწმოს რეალური და კონკურენტული ფასები, პროდუქციის ხარისხი და არ გააკეთონ იმპულსური შენაძენი. განსაკუთრებული სიფრთხილე კი უნდა გამოიჩინონ ონლაინ შოპინგისას.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნარინჯისფერი ნოემბერი - ქალები საქართველოდან, რომლებმაც შიში დაძლიეს, დუმილი დაარღვიეს და ძალადობისგან თავის დაღწევა შეძლეს

🎥 ინტერვიუ სუროგაციის გზით დაბადებულ ქალთან - „ნარკოტიკებით, ალკოჰოლით ვცდილობდი სიცარიელე შემევსო, ვცადე თავის მოკვლა“

⭕„ბედნიერი, ჯანმრთელი და გახარებული მყავდე, მამიკო“ - გია ბაღაშვილის შვილს დაბადების დღე აქვს

✕