ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა.
კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო ორი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას.
„დაშავებულთაგან ყველაზე მძიმე ახალგაზრდა კაცი, არის მარჯვენა ზედა კიდურის ტრავმული ამპუტაციით. ამჟამად მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება. დანარჩენი 5 პირიდან 3 გაეწერა, ორი მოთავსდა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია და აგრძელებენ მკურნალობას“, - განაცხადა კლინიკა „ფერომედის“ ექიმმა თამარ მახათაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება 27 ივლისს - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
⭕„გამორიცხეთ ლაშქრობა და მსგავსი აქტივობები...“ - 27 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით