Digest Logo

🎥 „როგორც კი ვამჩნევ, რომ ადამიანი მატერიალისტია, ვკვეთ ჩემი წრიდან, რადგან ასეთი ადამიანი ჩემთვის საშიშია“ - რა სიახლეებია ნეკა დოროყაშვილის პირად ცხოვრებაში

1768502412
 ნეკა დოროყაშვილი

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი სტუმრად „მადის აღმძვრელ პოდკასტში“ იმყოფებოდა.

მან პირად ცხოვრებასა და საკუთარ შეხედულებებზე საჯაროდ ისაუბრა და თქვა, რომ ახალ რჩეულთან თავს ბედნიერად გრძნობს:

„ურთიერთობაში ყველაზე არაპრეტენზიული ტიპი ვარ. თუ ადამიანი ჩემთვის ღირებული არ არის, არც ვურთიერთობ მასთან, რადგან დროის, ენერგიის, რესურსის ფასი ვისწავლე. 

რეალურად, ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი და მას მხოლოდ ერთი რამ სჭირდება - კაცმა უნდა გააღიმოს! 

ახლა პირადში ყველაფერი კარგადაა, ლაღი ვარ, კარგი და მხიარული ვარ. ურთიერთობაში მთავარია ბევრი გამაღიმოს საყვარელმა ადამიანმა. უფრო ღრმა და საინტერესო ტიპი ვარ, შესაბამისად მომწონს საინტერესო ადამიანები. როგორც კი ვამჩნევ, რომ ადამიანი მატერიალისტია, ვკვეთ ჩემი წრიდან, რადგან ასეთი ადამიანი ჩემთვის საშიშია. ადამიანი, რომელიც ზედაპირულია და თავისი ღირებულებები ზედაპირულია, ის შენთვისაც ზედაპირული იქნება და სიღრმისეულად არ განგიხილავს“, - ამბობს ნეკა დოროყაშვილი. 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=p5v4l0K6zuk

ასევე დაგაინტერესებთ:

„სრული რეორგანიზაციის წელია, მთელი მსოფლიო გიყურებთ, თქვენ ხართ ქარიშხლის ეპიცენტრი“ - 2026 წლის ასტროპროგნოზი მერწყულებისთვის

„გარდაცვალების მერე ზოგი აღარც ადის თავის ზე სულთან, არამედ გარკვეული ხანი ჩერდება შუალედურ განზომილებაში“ - რას წერს ხათუნა ნოელი რეინკარნაციაზე

რას უმზადებს თითოეულ ადამიანს ცხენის წელიწადი 2026 წელს ზოდიაქოს მიხედვით