საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სტუმრად გადაცემა „კაცებში“ იმყოფებოდა, სადაც ევრო 2024- ის შემდგომ ემოციებსა და თურქეთთან თამაშზე ისაუბრა.
„პირველ თამაშზე კი ვთქვი ერთი ქართველი ოც თურქს უდრის მეთქი და რომ გავედი სტადიონზე იმდენი თურქი დამხვდა. თავიდან ხმა არ ამოუღიათ. ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე ცოტა ადრე გავდივართ მინდორს ვნახულობთ ხოლმე. თურქეთთან თამაშზე რომ მივდიოდით საცობი იყო, ეგრევე გახურებაზე გამოვედით, თან წვიმა იყო. რომ გამოვედი ამდენმა ხალხმა უუუუ რომ დაიძახა მეთქი უკან ხომ არ შევიდე... ერთი არ მომეწონა კიდევ ჩვენი ჰიმნის დროს ხმაური რომ დაიწყეს. ეს ოთხი თმაში რაც დავინახე, მართლა საამაყო გულშემატკივარი გვყავს ქართველებს“, - აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:https://www.youtube.com/watch?v=zl9gy68SWys
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ესეც ჩემი 33 წელი“ - როგორ და სად აღნიშნა თამო ვაშალომიძემ იუბილე?
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი ზღვის კურორტებზე? - უახლოესი დღეების პროგნოზი კობა ფარტენაძისგან