
17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია წმიდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული დროთა განმავლობაში საეკლესიო კალენდრიდან ხალხურ ყოფაში გადავიდა და მას ბევრი ისეთი რიტუალი დაუკავშირდა, რომელიც ხალხმა ასეული წლების განმავლობაში გამოცდილების შედეგად ჩამოაყალიბა.
ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, რომ ადამიანები აკვირდებოდნენ რომელ დღეს გათენდებოდა ბარბარობა, ვინაიდან მათი აზრით ყველა დღეს მნიშვნელობა ჰქონდა.
„დროთა განმავლობაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ემპირიული ცოდნა დაგროვდა: რა დღესაც იქნებოდა ბარბარეს დღესასწაული, ყველა შემდგომი დიდი დღესასწაულიც სწორედ ამ დღეს დაემთხვეოდა.
მაგალითისთვის: წლევანდელი ბარბარობა, ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი კვირას ემთხვევა. მათ შორის იყო კარგი და ცუდი დღეები. თუ, ვთქვათ, ბარბარობა სამშაბათ დღეს დაემთხვეოდა, იტყოდნენ, ცუდი წელიწადი დგებაო, რადგან ამ დღეობის სამშაბათს მოსვლამ ცუდი ჭირნახული და მოსახლეობის (განსაკუთრებით – ქალების), ავადმყოფობა და სიკვდილიანობა იცისო. სწამდათ, რომ წელი კარგი იქნებოდა, თუ ბარბარობა ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს გათენდებოდა – ამ შემთხვევაში მოსახლეობა მთელი წელიწადი უზრუნველყოფილი იქნებოდა კარგი ამინდით, კარგი მოსავლით, მშვიდობიანობით და ასე შემდეგ“, - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი ჟურნალთან „თბილისელები“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გაუთხოვარი ქალები ბარბარობას თუ ამას გააკეთებენ ამ წელს ოჯახს შექმნიან
🎥 „ულამაზესი როგორც ყოველთვის“ - ნინო ჩხეიძის ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა
წყარო: old.tbiliselebi.ge