Digest Logo

„რონალდუ თუ ფეხბურთის ღმერთია, მამარდაშვილი ვინ გამოდის? ღმერთის ღმერთი!“ - თათია ზუხბაია

1719496499
 თათია ზუხბაია

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში საქართველო - პორტუგალიის თამაშს ეხმაურება, სადაც მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს.

„რონალდუ თუ ფეხბურთის ღმერთია, მამარდაშვილი ვინ გამოდის? ღმერთის ღმერთი!!

და დიახ! როცა შენი ხალხი შენთანაა, ნურაფრის ნუ გეშინია!!!“, - წერს თათია ზუხბაია.

ცნობისთვის, ჯგუფურ ეტაპზე გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრების სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა და ჯამში 20 მოგერიება დაუგროვდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფიდან მესამე ადგილით გავიდა.

30 ივნისს ქართველები მერვედფინალში ესპანეთს, ტურნირის ამ დრომდე საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან. სავსებით შესაძლებელია, კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილი ყველაფერს იგერიებს, რაც მისი კარისკენ მოემართება. ამასთან გიორგი მამარდაშვილი ყველაზე მეტ მეტოქეს, სწორედ ესპანეთის ლიგიდან იცნობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა ფერის თმები მოუხდებათ ბიჭებს?“ - რა შეტყობინება გაუგზავნა Geo Team - ს ხვიჩა კვარაცხელიამ ისტორიულ მატჩამდე

⭕გამარჯვების ეფექტი - მსოფლიოში სამი ყველაზე ნახვადი ფეხბურთელი ქართველია