პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს დაპირისპირებაა. საკანონმდებლო ორგანოსთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
„მონებო“, პუტინისტებო, „რუსებო“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები პარლამენტთან.
მობილიზებულია სამართალდამცველები და სპეციალური დანიშნულების რაზმები.