რუსეთის შს სამინისტრომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურზე, უშანგი (მამუკა) მამულაშვილზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ Nexta live იუწყება.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინის ძალების შემადგენლობაში 2 ათასამდე ქართველი მეომარი იბრძვის.
3 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ მრჩეველზე ალექსეი არესტოვიჩზე.