Digest Logo

რუსთავში სკოლიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს

1695129373
 პირველკლასელებისთვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს

რუსთავში სკოლიდან 49 ლეპტოპი მოიპარეს.

„ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, #23 საჯარო სკოლიდან ორმა, 20 წლამდე ახალგაზრდამ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ნოუთბუქები სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე მოიპარეს. ბიჭები სკოლაში ღამით ფანჯრიდან შეიპარნენ და 49 ნოუთბუქე მოიპარეს.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს და ახალგაზრდა კაცები რუსთავში დააკავეს.

ლეპტოპები პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთ კვირაში ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი წავიდა... საერთოდ ცარიელი დავრჩი, კაცობრიობაზე უარი ვთქვი“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

🔵🎥 „ეს სთორი მინდა მივუძღვნა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 მაიკო კაჭკაჭიშვილი დეპრესიამდე ცხოვრებაზე - „სულ გარეთ ვიყავი, სახლში არაფერი მესაქმებოდა“

წყარო: inforustavi.ge